Matthew 22:24-27

Georgian(i) 24 და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა. 25 იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. 26 ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. 27 ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.