Acts 4:8-22

Georgian(i) 8 მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო, 9 უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა, 10 ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი. 11 ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, 12 და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა. 13 ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს. 14 და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა ცილობად. 15 და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას 16 და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად? 17 არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახლითა ამით არავის კაცსა. 18 და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა. 19 ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ. 20 რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ. 21 ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს. 22 რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ.