Georgian(i)
12 ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი? 13 ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი. 14 ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა. 15 ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. 16 და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა. 17 და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა. 18 ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ.