Georgian(i)
1 და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ, და კუალად ხვალისაგან - როდედ და მიერ - პატრად. 2 და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ, აღვჴედით და შევსხედით მას. 3 ხოლო აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთა, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტჳრთი. 4 და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ. 5 და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს. 6 და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა. 7 და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე. 8 ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა. 9 ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაწარმეტყუელნი. 10 და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაწარმეტყუელი, სახელით აგაბოს. 11 და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა. 12 ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ. 13 მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალჱმს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა. 14 ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: ნებაჲ უფლისაჲ იყავნ! 15 შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალჱმდ. 16 მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა, მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე. 17 მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალჱმდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა. 18 ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს.