Georgian(i)
37 ამას აქუნდა დაბაჲ და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.5 1 კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირას თანა ცოლისა მისისა განყიდა დაბაჲ 2 და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან, - უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, - და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა. 3 ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა?