Acts 23:1-5

Georgian(i) 1 მიჰხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობდ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე. 2 ხოლო მღდელთ მოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი. 3 მაშინ პავლე ჰრქუა მას: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო! და შენ ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად სჯულისა, და უსჯულოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა. 4 ხოლო წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუეს მას: მღდელთ მოძღუარსა ღმრთისასა აგინება? 5 ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთ მოძღუარ, რამეთუ წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი.