Acts 21:33-36

Georgian(i) 33 მაშინ მიეახლა ათასისთავი იგი და გამოიყვანნა იგი, და ბრძანა შეკრვაჲ მისი მრჩობლითა ჯაჭვითა და ჰკითხვიდა: ვინ არს ანუ რაჲ უქმნიეს? 34 სხუანი იგი სხუასა რასმე ჴმობდეს ერსა შორის. და ვითარ-იგი ვერ გულისჴმა-ყო გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად. 35 და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა, 36 რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე!